გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე, სადაც უკრაინის საკითხი განიხილეს, დისტანციურად სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
მის გამოსვლას დარბაზში პროტესტი მოყვა და დამსწრეების დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.