უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს პუტინის ტერორი მსოფლიოში გააპროტესტეს.
ხალხი შეკრებილი იყო როგორც ევროკავშირის, ასევე, აშშ-ის დიდ ქალაქებში, მათ შორის, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც პროტესტს ასობით ადამიანის დაკავება მოჰყვა.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს დიდი ქალაქებშიც ჩატარდა.
მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე იყო.