ჰოლოდომორი ფოტოებზე – ბოროტება, რომელიც ტოტალიტარულმა რეჟიმმა უკრაინაში ჩაიდინა
ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) — მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და10 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. არსებული მოსაზრებით, ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად, გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.
2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით, 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.
ტერმინი ჰოლოდომორი ხაზს უსვამს შიმშილის ისეთ მიზანმიმართულ ასპექტებს, როგორიცაა გარე დახმარების უარყოფა, ყველა საყოფაცხოვრებო საკვების კონფისკაცია და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა. ჰოლოდომორი ხშირად შედარებულია ჰოლოკოსტის მდგომარეობასთან. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად იქნა აღიარებული.