ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად უნდა გამოცხადდეს

მე ვუჭერ მხარს, რომ ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად გამოცხადდეს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ, დიდი ალბათობით, ამ პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო.

“ერთი რამ ცხადია, ქვეყანამ, დიდი ალბათობით, ამ პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო და შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა და ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა გახდა გაძლებადი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ, შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია.

რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამაც რაღაც პერიოდის შემდგომ უნდა მიბაძოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. მე ვუჭერ მხარს, რომ ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად გამოცხადდეს,” – აცხადებს კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები