ლანჩხუთის საკრებულოს სხდომას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერიაში ხელფასების მატება გააპროტესტეს. ხელფასების მატების საკითხს ასევე მხარი არ დაუჭირეს პარტია „საქართველოსთვის” და პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” წარმომადგენლებმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა

„ქართული ოცნებაში“ ოპოზიციის ბრალდებებს “აბსურდულს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდა კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

„ადმინისტრაციული წარმოება ნამდვილად დაწყებული იყო და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის განცხადება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, იყო სიცრუე. რაც შეეხება ხელფასების მატებას და სოციალურად დაუცველთა დახმარებას, როცა ასკურავა თვითონ იყო ხელისუფლებაში, ასეთი ინიციატივა მეც ბევრჯერ მქონდა და არავინ დამეთანხმა. დღეს რომ გახსენდება, ეს არასწორია“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩახვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები