საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკში, ვრუბოვკაში ლიცეუმი დაბომბეს – შენობაში 30 მოსწავლე და 14 პედაგოგი იმყოფებოდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტ ვრუბოვკას მისამართით საარტილერიო იერიში მიიტანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი ვრუბოვსკის ლიცეუმს მოხვდა, სადაც იმ მომენტისთვის 30 მოსწავლე და 14 პედაგოგი იყმოფებოდა.

პოპასნენსკის ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, პრორუსმა ბოევიკებმა გამოიყენეს აკრძალული, 120 მმ-იანი ნაღმები.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:25 საათზე მოხდა.

11:10 საათისთვის ლიცეუმის სარდაფში 8 მოსწავლე და სკოლის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, დანარჩენი ბავშვები მშობლებმა წაიყვანეს.

დაფიქსირებულია პირდაპირი დარტყმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სამეურნეო ნაგებობაზე, ასევე, დაზიანებულია მაღალი წნევის გაზსადენი, რის გამოც 70 ბინა და 96 კერძო სახლი გაზის გარეშე დარჩა.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი არ არის, “მტერმა იერიში მიიტანა “ცენტრალნაიას”, “პერვომაისკაიას”, “იუბილეინაიას” ქუჩებეზე და გამოიყენა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული, 122 მმ-იანი ნაღმტყორცნები”.

დღეს ასევე პრორუსმა ბოევიკებმა ცეცხლი მიიტანეს “სტანიცა ლუგანსკაიას” საბავშვო ბაღზე, რის შედეგად ორმა ქალმა ტვინის შერყევა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები