ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ინფიცირება არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის იქნება ახალი მუტაციის აღმოცენების შანსი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი ყოველთვის იქნება.

“ვირუსის ევოლუციური ბუნებიდან გამომდინარე, რაც მეტი ადამიანი ინფიცირდება და თუ ეს დროის მონაკვეთში არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების. “ომიკრონი” და მისი შვილობილი ქვეშტამები გარკვეულწილად, ალბათ, დიდი ხანი შეინარჩუნებენ მსოფლიოზე დომინაციას, თუმცა, ამისგან დაცვის და პრევენციის ერთადერთი საშუალებაა შემთხვევის მინიმუმამდე ჩამოყვანა და ადამიანებს შორის ვირუსის ცირკულაციის შემცირება. რა თქმა უნდა, ეს გზა გადის ვაქცინაციაზე”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები