არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციაზე: არ ვაპირებთ, მათ მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით გამოვასწოროთ

არ ვაპირებთ, „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით გამოვასწოროთ, რადგან ეს იყო მათი შეცდომა და მათ უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მანიპულირებს, როცა საზოგადოებას ატყუებს, რომ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციური მანდატები არ ჰყოფნის.

“სიების აღდგენას არ ვაპირებთ! ოპოზიცია მანიპულირებს, როცა საზოგადოებას ატყუებს, რომ არ ჰყოფნის რაიმესთვის ოპოზიციური მანდატები, სინამდვილეში 60- ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატია, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი ოპოზიციური მექანიზმის გამოსაყენებლად.

მერამდენედ იმუქრებიან, ალბათ, მესამედ ან მეოთხედ, რომ კომისიას შექმნიან, თუმცა, ვერც ადრე, სანამ მანდატებზე საერთოდ არ იყო ჩატარებული განხილვები და ვერც ახლა, ვერ დავინახეთ მათი მობილიზაცია დარბაზში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები