თბილისში, ლიუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის, მძიმე დაზიანებებით, ქირურგიული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მეორე დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.
შეგახსენებთ, დღეს მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.