75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა საკუთარ მოქალაქეებს უცხოელებთან ქორწინება აუკრძალა
1947 წლის 15 თებერვალს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, საბჭოთა მოქალაქეებს უცხოელებთან ქორწინება აეკრძალათ. ოფიციალურად, ეს აკრძალვა ქალებზე ზრუნვით იხსნებოდა.
ჩვენი ქალები, რომლებიც თხოვდებიან უცხოელებზე და საზღვარგარეთ ხვდებიან, უჩვეულო ვითარებაში თავს ცუდად გრძნობენ და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.
სინამდვილეში, ხელისუფლება სხვა რამეზე ღელავდა. ბრძოლა ინტერნაციონალურ ქორწინებასთან ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როდესაც საბჭოთა მეომრების ნაწილმა (როგორც კაცებმა, ისე ქალებმაც) ოჯახები შექმნეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობდა და ომის შემდეგ სსრკ-ს დიდი საოკუპაციო ჯარი ჰყავდა განთავსებული. ხოლო, როდესაც საბჭოთა ჯარმა უკან დახევა დაიწყო, მაშინ ვითარება გართულდა – სსრკ-ში ომის შემდეგ ძალიან ბევრი მარტოხელა ქალი დარჩა, ხოლო მამაკაცები დაქორწინებულები ბრუნდებოდნენ.
ქალების მცდელობა, დარჩენილიყვნენ საყვარელ ადამიანებთან, ფასდებოდა, როგორც კლასობრივი მოუმწიფებლობა. ამასთან ერთად, სსრკ გაღატაკებული იყო, ბევრი ქალაქი დანგრეული, რასაც აღსადგენად ძალიან დიდი რესურსი სჭირდებოდა, პირველ რიგში, ადამიანური.
ომის პერიოდში, ბევრი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მილიონობით ქალი სსრკ-ს ოკუპირებული რაიონებიდან გერმანიაში და მის მოკავშირე ქვეყნებში გაიყვანეს. მათგან უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.