ყინულისგან დამზადებული ავიამზიდი – ბრიტანეთის უცნაური იდეა II მსოფლიო ომში

1942 წელს ვითარება დასავლეთ ფრონტზე დიდი ბრიტანეთისთვის კატასტროფული იყო. გერმანელი კრიგსმარინები ერთი მეორეს მოყოლებით აყენებდნენ დარტყმებს სამეფო ფლოტს.  მათი სამრეწველო ბაზა ქვეყანას საშუალებას აძლევდა სწრაფად აენაზღაურებინათ საკუთარი დანაკარგები ტექნიკის სფეროში მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი არასაკმარისი მზაობით შეუდგა ომს და განიხილავდა ნებისმიერ, ყველაზე არალეალურ იადეასაც კი, რომელს გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი იყო ავიამზიდის შექმნა, რომლის სამშენებლო მასალა უნდა ყოფილიყო ყინული – ლითონის დროებითი შემცვლელი, რომლის დეფიციტმაც იმ დროს პიკს მიაღწია. ცნობილია, რომ 1942 წელს ეს იდეა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საბჭოზე განიხილებოდა.

ყინულის ავიამზიდის შემუშავების ორი ვარიანტი განიხილებოდა. პირველი – ყველაზე იაფიანი – გულისხმობდა დიდი აისბერგის წვერის მოჭრას და მის გადაკეთებას ასაფრენ ბილიკად. ნავარაუდები იყო, რომ ასეთი გემები განსაკუთრებული სიიაფით გამოირჩეოდა და გამოყენებული იქნებოდა განსაკუთრებით კრიტიკულ  ოპერაციებში მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმისთვის. ასეთი აისბერგი-ავიამზიდის უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ასევე თავდაცვის სისტემებით, საცხოვრებელი დანაყოფებით და ძრავით მართვის სისტემებით. მისი გამოყენების დრო რამდენიმე თვით იქნებოდა შეზღუდული.

მეორე მიდგომა გულისხმობდა ავიამზიდის შექმნას ნულიდან, წინასწარ დამუშავებული ყინულის აგურებით, რომელთშორის გაყინვის სისტემის ბოძები უნდა ყოფილიყო, რათა გემი არ დამდნარიყო და საკუთარი ფუნქციები დიდი ხნის მანძილზე შეესრულებინა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მეორე ვარიანტი მიიღო, როგორც მეტად პერსპექტიული. პროექტის ხელმძღვანელად ჯეფრი პაიკი დაინიშნა. ექსპერიმენტის ფარგლებში, მან დაადგინა, რომ თუ წყალს ცელულოზასთან შეურევდნენ, მაშინ გაყინვის შემდეგ მიიღებოდა ყინული, რომელიც გაცილებით მყარი იყო და თითქმის არ დნებოდა. ახალ მასალას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კარგად ტივტივებდა, შემდგომში „pykret“ უწოდეს. ბრიტანულ პროექტს ეზიარნენ ამერიკელი და კანადელი მოკავშირეებიც. მალევე გემის სატესტო ვარიანტი, რომელიც ორ თვეში ააგეს, კანადის წყლებში გაუშვეს, სადაც ცდები დაიწყო.

1943 წლისთვის 18-მეტრიანი გემი წარმატებით დაიტესტა ზაფხულის პირობებში, მაგრამ ინგლისელ ადმირალს რამდენიმე კითხვა გაუჩნდა ინჟინრებთან: მან გემბანის გაძლიერება მოითხოვა მძიმე ბომბარდირების დასასმელად და გერმანული სუბმარინის ტორპედების საწინააღმდეგო დანადგარის განსათავსებლად. ამ დანამატებისთვის საჭირო იყო გემისთვის მეტალის ქარქაშის შექმნა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, დამატებითი დრო სჭირდებოდა. პროექტი უკვე აღარ იყო პანაცეა, ამასთან ერთად, 1943 წლის ბოლოს საომარი ვითარება უკვე მოკავშირეების სასარგებლოდ მოტრიალდა. ბრიტანეთმა მოახერხა ლითონის დეფიციტის დაძლევა და მოაწესრიგა იაფფასიანი ავაგადამზიდი გემების წარმოება. ეს უჩვეულო პროექტი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ნახაზებში დარჩა, ხოლო სატესტო გემი მალევე დადნა და მისგან მხოლოდ ლითონის ქარქაშიღა დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები