ქალაქები, სადაც მიწისძვრა ხშირია – როდის დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი ბიძგები

სპეციალისტების მტკიცებით, დედამიწაზე ყოველ ერთ წუთში, მინიმუმ, 2-3 მიწისძვრა ხდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიწისძვრა, რომლის ამპლიტუდა 8 ბალს აღემატება, დედამიწაზე წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. სპეციალური გეოლოგიური სამსახურები და კვლევითი ცენტრები   7-7.9  ბალის სიმძლავრის მიწისძვრას დედამიწაზე წლის განმავლობაში 10-ჯერ აფიქსირებენ. კიდევ უფრო ხშირია  6 – 6.9 ბალიანი მიწისძვრები – წელიწადში, მინიმუმ, 100 ასეთი  შემთხვევა. 5-5.9-ბალიანი მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად 1000-ს აღემატება.

Phototreat

მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ქალაქებს შორის, სადაც მიწისძვრა ყველაზე ხშირად ხდება, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო ლიდერობს. მე-20 საუკუნის განმავლობაში მექსიკის დედაქალაქში 40 მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 ბალს აღემატებოდა. 1985 წელს, თითქმის, 8-ბალიანმა მიწისძვრამ მეხიკოს 10 ათასი მცხოვრები იმსხვერპლა.

flickr.com-_Raymond_DEJONG

მიწისძვრების სიხშირით, მეორე ადგილზე ქალაქი კონსეპსიონია, რომელიც ჩილეში მდებარეობს. ჩილეს სიდიდით მეორე ქალაქში ყოველწლიურად, მინიმუმ, 5-6 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. 1960 წელს 9.5 ბალის მიწისძვრამ ქალაქი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. 50 წლის შემდეგ ქალაქი 8-ბალიანმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ორი ათას ხუთასზე მეტი შენობა-ნაგებობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.  სულ ქალაქს 7 დამანგრეველი მიწისძვრა აქვს გადატანილი.flickr.com

საშიშია ცხოვრება ეკვადორის მთებში ჩაკარგულ ქალაქ ამბატოშიც. დედაქალაქ კიტოდან, დაახლოებით, 200 კილომეტრით დაშორებულ ამ ქალაქში ყველაზე მძლავრი, 8-ბალიანი მიწისძვრა 1949 წელს დაფიქსირდა. მსხვერპლმა 5000-ს კაცს გადააჭარბა. 7.2-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა ამბატოში 2010 და 2014 წლებშიც.

Los_Angeles

საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება ლოს-ანჯელესის მოსახლეობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში (1906 წელს ერთხელ და 1914 წელს ორჯერ) ლოს-ანჯელესმა სამი: 9, 6 და 7-ბალიანი მიწისძვრა გადაიტანა. დიდი რისკის მიუხედავად, „ანგელოზების ქალაქი“ კვლავაც ინარჩუნებს ამერიკის და მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრის სტატუსს.

SeanPavonePhoto

იაპონიის დედაქალაქში მიწისძვრებისადმი იმუნიტეტი უკვე დიდი ხანია, გამოიმუშავეს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ტოკიო მიძისძვრამ არაერთხელ დაანგრია. 1923 წელს მომხდარი 9-ბალიანი მიწისძვრა ქალაქის ისტორიაში ყველაზე დიდ  და მასშტაბურ კატასტროფად არის მიჩნეული.  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქს 2011 წლის 9-ბალიანმა მიწისძვრამაც, რომელიც კუნძულ ხონსიუდან მოშორებით, ზღვაში დაფიქსირდა და 15 ათასი იაპონელის სიცოცხლე იმსხვერპლა.John_Carnemolla

რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება ველინგტონის მცხოვრებლებსაც. მსოფლიოში ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ქვეყნის, ახალი ზელანდიის დედაქალაქი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. წელიწადში ერთხელ  6-6.5-ბალიანი მიწისძვრა აქ ჩვეულებრივი ამბავია.

Cebu

სებუ – სამხრეთ ფილიპინების ამ ქალაქში ყოველწლიურად 35 მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. 5 და 6-ბალიანი მიწისძვრები აქ არც თუ იშვიათობაა. 2013 წელს 7.2-ბალიანმა მიწისძვრამ აქ 200 ადამიანი იმსხვერპლა.

nookpic

დიდი რისკის ზონაა ირანის დედაქალაქი თეირანიც. სპეციალისტების შეფასებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ  7-ბალიანმა მიწისძვრამ ირანის დედაქალაქის 90%  გაანადგუროს.

chuyu

ძლიერი მიწისძვრები არც  ჩინური ქალაქის, ჩენდოსთვის არის უცხო ხილი. 2013 წელს 7-ბალიანმა მიწისძვრამ ქალაქში და მის შემოგარენში  186 ათასი შენობა დააზიანა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები