ბიძინა კულუმბეგოვი: გადატანილი ინფექცია “ომიკრონით” ინფიცირებისგან 56%-ით იცავს
გადატანილი ინფექცია “ომიკრონით” ინფიცირებისგან იცავს 56%-ით, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება ხელახალი ინფიცირებისას დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალების რისკებსაც ამცირებს.
“გადატანილი ინფექცია მძიმე, კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისგან იცავს 87.8%-ით.
აიცერით, დაიბუსტეთ, ატარეთ ნიღაბი!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.