სიმონ დე ბოვუარი და ჟან პოლ სარტრი – სიყვარული, ომი და განშორება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ფილოსოფოსი, მწერალი და ფემინისტი სიმონ დე ბოვუარი კარგ ფრანგულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობის წლებში მასში არ იყო გამოხატული რაიმე განსაკუთრებული, მით უმეტეს- არც დიდი მოაზროვნის მომავალს უწინასწარმეტყველებდა ვინმე. ის ჩვეულებრივი ჭკვიანი და მოძრავი ბავშვი იყო.

მშობლებმა გოგონა კათოლიკურ სკოლაში მიიყვანეს, სადაც ეგზალტაცია მისასალმებელი იყო. გოგონას საკუთარი თავი ლოცვებისას ტირილამდე მიჰყავდა. ხანდახან სიმონა იმდენად იჭრებოდა როლებში, რომ მას ეჩვენებოდა, თითქოს, ანგელოზები ესაუბრებოდნენ, რაც შემდეგ მასში რელიგიურ აღტაცებას იწვევდა.

მაგრამ, როდესაც სიმონა მოზარდი გახდა, ყველაფერი შეიცვალა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა ის კათოლიკური სკოლის ერთ-ერთმა მღვდელმა დაამცირა. საყვედური უთხრა რაღაც უმნიშვნელო საქციელზე და ხელით თავზე აწვებოდა. სიმონას თვალების აწევა არ შეეძლო.

სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ამას დამცირებად არ ჩათვლიდა და მაშინვე დაივიწყებდა, მაგრამ სიმონ დე ბოვუარის გონებაში ეს თავისუფალ ადამიანზე სისტემის წნეხის ასოციაციად დარჩა. ის მუდამ ამაზე ფიქრობდა და ეს ფიქრები მეტწილად მას პიროვნების ფორმირებაში ეხმარებოდა.

როდესაც სიმონა 14 წლის გახდა, ურთიერთობა დაიწყო თავის ბიძაშვილთან, რომლისგანაც გოგონამ ისწავლა პარიზის სხვადასხვა ადგილების და იქ მყოფების შესახებ. სიმონა საღამოს ბარებს სტუმრობდა საშიშ რაიონებში. ამავდროულად, მას არ იზიდავდა ის ატმოსფერო, რომელიც იქ სუფევდა. გოგონას მოსწონდა დაკვირვება და შემდეგ დასკვნების გამოტანა.

ამ დროისათვის სიმონა ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება და მისი ერთ-ერთი გამოხატული თვისება უკომპრომისობა გახდა. სიმონას შეხედულებები სიყვარულზე რადიკალური იყო. ის თვლიდა, რომ ხორციელი სიამოვნება განუყოფელია სულიერი კავშირისგან და მამაკაცთან საკუთარი ცხოვრების დაკავშირება მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

ბოვუარის ოჯახი სიმონას სკოლის დასასრულისთვის უკვე გაღატაკდა. მშობლები მას შთააგონებდნენ, რომ მხოლოდ კარგი განათლება მისცემდა „ხალხში გასვლის“ საშუალებას. ახალგაზრდა გოგონამ კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მათემატიკას სწავლობდა, შემდეგ კი, სენ-მარიპდე-ნეის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ფილოლოგის დიპლომი მიიღო.

ბოვუარი და სარტრი

სიმონა დე ბოვუარმა სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა, დაიცვა დიპლომი ლაიბნიცის ფილოსოფიაზე და გახდა მეცხრე ქალი, რომელმაც ეს უნივერსიტეტი დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ, 1928 წელს ქალმა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ლიტერატურის სწავლისას ბოვუარმა გაიცნო ჟან პოლ სარტრი.

ისინი მალე დაუახლოვნდნენ ერთმანეთს, ვინაიდან საოცრად ჰგავდნენ  შეხედულებებით. ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ბოვუარი გაცილებით ძლიერი ფილოსოფოსი იყო, ვიდრე სარტრი, მაგრამ ის უნიკალური ინტელექტის გამო სჯობდა სიმონას. ერთად ისინი ბედნიერები იყვნენ და არ აწუხებდათ ცვლილებები.

სიმონას მდგომარეობა მუდმივად იცვლებოდა – ის შესაძლოა ერთ დღეს ინტელექტუალური ქალი ყოფილიყო, მომდევნო დღეს კი, ახირებულ გოგონად ქცეულიყო. ასეთი რამ სარტრის თავსაც ხდებოდა – ის ადვილად გამოდიოდა ფილოსოფოსის ამპლუიდან, რომელსაც ყველაფერი მიწიერი აღიზიანებს და წამში შეეძლო გამხდარიყო მოხუცივით წუწუნა.

ისინი არ ზღუდავდნენ ერთმანეთს სხვასთან ურთიერთობაში. სარტრი და ბოვუარი სპეციალურად არ ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ. მათ მოსწონდათ სტუმრად სიარული, კაფეში ჯდომა და მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ ამასთანავე არცერთი მათგანი არ ფიქრობდა პირადი საზღვრების დარღვევაზე.

ეს იდილია იქამდე გრძელდებოდა, სანამ მათ ცხოვრებაში არ გამოჩნდა ოლღა კაზაკევიჩი – ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალი რუსეთიდან, ემიგრანტების ოჯახიდან. მან ორივეს შეაყვარა თავი.

შეთავაზება, რომელიც ოლღამ სარტრისგან მიიღო, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კაზაკევიჩმა უარი უთხრა, ვინაიდან ის ზუსტად თავისუფალ ურთიერთობას აფასებდა სარტრისა და ბოვუარში. ამ დროს ევროპაში სახიფათო მოვლენები მიმდინარეობდა, რამაც მალე სამეულის იდილია დაარღვია.

გერმანიის მმართველობაში ნაცისტები მოვიდნენ, ხოლო იტალიაში უკვე დიდი ხანი იყო, ყველაფერს ფაშისტები მართავდნენ. მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და სარტრი ფრონტზე წავიდა, სადაც მალე ტყვედ აღმოჩნდა. ამ პერიოდში სიმონა დე ბოვუარმა თავისი პირველი რომანი „სტუმარი“ დაწერა, რომელიც, როგორც ბევრი თვლის, ქალის მღელვარების ანარეკლი გახდა.

რიგითი მკითხველი რომანში მხოლოდ ოჯახური დრამის ისტორია ხედავს, მაგრამ ფილოსოფოსისთვის ეს სიუჟეტი პირდაპირი გადამისამართებაა ჰუმანისტურ ეგზისტენციალიზმში, რომელსაც ბოვუარი და სარტრი მრავალი წელი ქადაგებდნენ. ეს რომანი მაგიდის უჯრაში დაიმალა, ისევე, როგორც სხვა მოთხრობების კრებული, რომელიც მანამდე იყო დაწერილი.

ტყვეობიდან დაბრუნებული სარტრი აღფრთოვანებული დარჩა სიმონას ლიტერატურული ექსპერიმენტებით. მან „სტუმარი“ კარგ გამომცემლობაში წაიღო, ხოლო სიმონას შთააგონებდა, რომ კიდევ დაეწერა. ეს მხარდაჭერა საყვარელი ადამიანისგან ძალიან დაეხმარა მას  – ჩვეულებრივი მასწავლებელი-ფილოსოფოსისგან სიმონა მწერლად იქცა.

ოდნავ მოგვიანებით, მან ძალიან სერიოზული ფილოსოფიური ნაშრომები დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები