როცა ელისაბედ II ომის დროს მექანიკოსად მუშაობდა…

www.rarehistoricalphotos.com

1939 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ბრიტანული სამეფო ოჯახის ყველა ახლობელს სურდა, რომ დედა-დედოფალი და მისი ქალიშვილები, პრინცესა ელისაბედი და მარგარეტი, რომლებიც მაშინ 13 და 9 წლის იყვნენ, კანადაში გამგზავრებულიყვნენ. თუმცა, დედოფალმა უარი თქვა. მან ომი ბუკინგემის სასახლეში გადაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ დაბობმეს,.ქალიშვილები დედოფალმა სხვადასხვა სასახლეში გაგზავნა, სანამ მათ უინძორების სასახლეში მოუყრიდა თავს.

1945 წლის თებერვალში, როდესაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ელისაბედს 18 წელი შეუსრულდა. მან დაჟინებით მოითხოვა საკუთარი წვლილის შეტანა საომარ ქმედებებში. პრინცესა ელისაბედი, ტახტის სავარაუდო მემკვიდრე, მეორე უმცროს ოფიცრად დაინიშნა სამაშველო ტერიტორიულ კორპუსში – ის, ფაქტობრივად, უმცროსი ლეიტენანტი იყო. მომავალმა დედოფალმა სწავლა 1945 წლის მარტში დაიწყო.

მამის სამეფო ბრძანების თანახმად, მას არ მისცეს რაიმე განსაკუთრებული წოდება ან პრივილეგიები. ის პირველი ქალი იყო სამეფო ოჯახიდან, რომელიც მუდმივად აქტიურ ქალთა სამსახურის წევრი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სამხედრო წოდება, აღნიშნულ სამსახურში მუშაობა არანაკლებ სარისკო იყო. აღნიშნულმა სამსახურმა პირველი სიკვდილი 1942 წელს ნახა, როდესაც საზენიტო სადგურში მომუშავე ქალი ბომბმა იმსხვერპლა.

პრივილეგირებულები არ გაურბოდნენ საფრთხეს. უინსტონ ჩერჩილის ქალიშვილი მერიც მსახურობდა ზემოხსენებულ სამსახურში. დანიშვნისას პრინცესამ ჩააბარა მართვის გამოცდა, ისწავლა რუკების კითხვა, მუშაობდა ძრავების მექანიკოსად და მძღოლად. მას, უბრალოდ, უინძორების სასახლეში ეძინა და არა კარავში – თავის თანაგუნდელებთან ერთად.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები