საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 246-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 235 პირს დაუდასტურდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა.