თამარ გაბუნია: ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება
“ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჩატარებული აქვს კვლევა, სადაც ობიექტურად არის გაზომილი ანტივაქსერული დამოკიდებულებები.
„რაც შეეხება ინტერვენციებს, რა იქნება ეფექტური, რა წაახალისებს ვაქცინას, იქნება ეს “მწვანე საშვის” მექანიზმი, ფულადი წახალისება თუ საინფორმაციო კამპანია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება არსებობს. უკვე სამომავლოდ მიმდინარე ღონისძიებები დაიგეგმება იმის მიხედვით, პოტენციური სარგებელი საიდან, რა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჩატარებული აქვს კვლევა, სადაც ობიექტურად არის გაზომილი ანტივაქსერული დამოკიდებულებები. ველოდებით მომდინარე კვირაში, ვნახოთ რამდენად გაძლიერდა, შესუსტდა თუ როგორ შეიცვალა”,- განაცხადა გაბუნიამ.