30 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 710 914 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, >18 ასაკის მოსახლეობის 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.4%. ბუსტერ დოზით აცრილია 155 915. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 (2.20%) სრულად აცრილია -2 737 (1.54%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424 (15.32%) სრულად აცრილია- 10 840 (13,37%).  29 იანვარს ჩატარდა 5 156 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები