ყოველდღიური ცხოვრება ბერლინის კედლის გასწვრივ (1985-1986 წლის ფოტოები)

www.rarehistoricalphotos.com

ბერლინის კედელი (გერმ. Berliner Mauer) — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საინჟინრო, გამაგრებული სახელმწიფო საზღვარი, ბერლინის დასავლეთის და აღმოსავლეთის გამყოფი კედელი, რომლის მშენებლობაც დაიწყეს 1961 წლის 13 აგვისტოს და არსებობდა 1989 წლის 9 ნოემბრამდე. ცივი ომის სიმბოლო. იგი არა მარტო ჰყოფდა ქალაქს ორ ნაწილად, არამედ გამოჰყოფდა დასავლეთ ბერლინს გდრ-საგან. კედლის საერთო სიგრძე იყო 155 კმ.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კედელს პროპაგანდისტულად უწოდებდნენ „ანტიფაშისტურ თავდაცვით კედელს“, ხოლო გფრ-ში 1960-იანი წლების ბოლომდე გამოიყენებოდა ვილი ბრანდტის ტერმინი – „სამარცხვინო კედელი“.


1961 წლის 12-13 აგვისტოს ღამეს დაიწყო კედლის მშენებლობა. 13 აგვისტოს დილით გასამხედროებულმა პატრულმა და პოლიციამ დასავლეთ ბერლინში სამსახურში მიმავალი აღმოსავლეთგერმანელები არ გაატარა. 15 აგვისტოსათვის მთელ დასავლეთ ბერლინს ეკლიანი მავთულის ღობე შემოავლეს. ამავე დღეს გადაკეტეს ბერლინის მეტროს მეოთხე ხაზი და ქალაქის რკინიგზის რამდენიმე ხაზი. დახურეს U6 მეტროს ხაზის შვიდი და U8-ს რვა სადგური.

კედლის მშენებლობა და აღჭურვა მიმდინარეობდა 1962 წლიდან 1975 წლამდე.

1989 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში მიმდინარე პერესტროიკის შედეგად გდრ-ის პარტნიორმა, ვარშავის პაქტის წევრმა, უნგრეთმა მეზობელ ავსტრიასთან მოშალა საზღვრის გარკვეული მონაკვეთი. გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაკარგა კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე. ასობით აღმოსავლეთ გერმანელი გაიქცა დასავლეთ ბერლინში უნგრეთის გავლით. 1989 წლის 11 სექტემბერს უნგრეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა საზღვრების სრული გახსნა, რითაც ბერლინის კედლის არსებობამ აზრი დაკარგა. სამი დღის განმავლობაში უნგრეთის გავლით აღმოსავლეთ ბერლინი დატოვა 15 ათასმა მოქალაქემ. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრაციების შედეგად გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერები (ერიხ ჰონეკერი, ვილი შტოფი, ჰორსტ ზინდერმანი, ეგონ კრენცი) ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.

1989 წლის 22 დეკემბერს მიმოსვლისათვის გაიხსნა ბრანდენბურგის კარიბჭე, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარი. ბერლინის კედელი კვლავ იდგა, მაგრამ როგორც სიმბოლო ახლო წარსულისა. იგი დაშალეს, მოხატეს. საბოლოოდ რამდენიმე თვეში კედელი დაანგრიეს. გადაწყვიტეს მისი მცირე ნაწილი არ დაენგრიათ, როგორც უახლოესი წარსულის სიმბოლო.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები