538 დადასტურებული შემთხვევა – ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება მძიმდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, COVID-19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსი 538 პირს დაუდასტურდა, სულ ტესტირება 1036 ადამიანს ჩაუტარდა.
ასევე, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 80 პაციენტი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, 18-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 12; გაგრაში – 22; ტყვარჩელში 9 პირი მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 40398 შემთხვევაა დადასტურებული, ამ რიცხვს დაემატა წლის დასაწყისიდან გამოვლენილი განმეორებითი ინფიცირება – 113 შემთხვევა.
დაავადებას სულ 587 პაციენტი შეეწირა; 35202 გამოჯანმრთელდა.