ცხინვალში, გიმნაზია “ალბიონში” კარანტინი გამოცხადდა
ცხინვალის კიდევ ერთი სკოლა, გიმნაზია “ალბიონი” 10 დღით კარანტინის რეჟიმზე გადავიდა.
ამის მიზეზი კორონავირუსითა და სეზონური გრიპით დაავადებულთა დიდი რაოდენობა გახდა.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიმნაზიაში ცალკეული კლასები იყო დახურული.
როგორც “იუგპოტრებნადზორში” განმარტეს, სასწავლო დაწესებულებაში დაავადებულთა რიცხვმა 20%-ს გადააჭარბა, შესაბამისად, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
რაც შეეხება ეპიდსტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში 126 ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინ 125 იყო.