ხმალაძე: წლის ბოლოდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წლის ბოლოდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელება დაიწყება. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ტაქსების რეფორმა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ამ სერვისის გამწევ სუბიექტებთან კომუნიკაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირობებს მათთან ერთად შევიმუშავებთ და წლის ბოლოდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელებას დავიწყებთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები