თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება
“კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია.
“„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია – ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია.