თამარ გაბუნია: “ომიკრონი” მიმდინარეობს მსუბუქად, თუ პირი ვაქცინირებულია, დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “ომიკრონის” ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვაქცინირებულებზე მოდის.

“აღსანიშნავია ის, რომ მათი [“ომიკრონით” ინფიცირებულების] დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგაც ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო “ბუსტერ” დოზის აუცილებლობის შესახებ, რომ იგი, ფაქტობრივად, აორმაგებს დამცველობით ეფექტს. ამდენად, მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზების გაკეთების გააქტიურება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.
​”აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე. ჰოსპიტალურ სექტორში რჩება 4 431 პაციენტი, რეანიმაციურ განყოფილებაში – 281, ინტენსიურში – 1 083 პაციენტი. თავისუფალია 4 000-ზე მეტი საწოლი. ამდენად, ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა მიიღოს პაციენტები, თუკი ამის საჭიროება იქნება, არსებობს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები