საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 367 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, „პისიარ“ ტესტით – 17 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო შვიდი დღის – 10,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 006 864 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 934 667 გამოჯანმრთელდა, 14 512 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები