“უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობა, რომ არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადავსულიყავით“

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის გამო, დღევანდელ შეხვედრაზე მათ უმცირესობისგან დასმულ დაუსაბუთებელ კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემა.
“მე პატივს ვცემ პარლამენტს და დეპუტატებს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაზე დაუსაბუთებელ შეკითხვებზე მოგვიწია პასუხების გაცემა. უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობა, რომ არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადავსულიყავით. საზოგადოებამ დაინახა, რომ არაჯანსაღი ადამიანებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მთავრობის განახლება კი ემსახურება იმ მიზანს, რომ უფრო ეფექტურად ვემსახუროთ ხალხს”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები