არ შეიძლება სიკვდილი, დაშვებულია ვეფხვების საკუთარ ეზოებში გაწვრთნა – 3 უცნაური ქალაქი მსოფლიოს გარშემო

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მრავალფეროვანი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წყალობით, შესაძლოა, ისეთი რამეც გაიგოთ, რაც, ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კია, თუმცა რეალობაა. წარმოგიდგენთ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მდებარე 3 ქალაქს, რომელიც მართლაც უჩვეულო ცხოვრების წესითა და დასამახსოვრებელი კანონებით გამოირჩევა.

ნორვეგია: ქალაქი, სადაც სიკვდილი არ შეიძლება

916b451c0729cfbf16f1575b62e5529d

ქალაქი ლონგირი მდებარეობს ნორვეგიაში, შპიცბერგის არქიპელაგზე. იქ მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ქალაქში არის ეკლესია, ბანკომატი, მუზეუმი, საფოსტო განყოფილება, აეროპორტი და უნივერსიტეტიც კი. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც ყველგან, თუმცა ერთი განსხვავებით – ლონგირში სიკვდილი არ შეიძლება. თუ ვინმე ავადაა და სიკვდილის პირასაა, ის მაშინვე გადაჰყავთ სხვა ადგილას. თუკი ადამიანი გარდაიცვლება, მას მაინც არ ასაფლავებენ ადგილობრივ სასაფლაოზე. ეს ვინმეს ახირება არ გახლავთ. საქმე იმაშია, რომ ექსტრემალურად ცივი ამინდის გამო, მიწაში სხეულები არ იხრწნება, რაც საკმაოდ სახიფათოა.

აშშ, ფლორიდა: ჯამბაზების ქალაქი

bb9a08e8f3f4826873b9a13bc12b986c

დაუღალავად მომთაბარე ცირკები და ბალაგანები ზამთრით, როგორც გადამფრენი ფრინველები, სამხრეთისკენ მიემართებიან. ამერიკაში, კერძოდ, ფლორიდაში ასეთ ტრადიციულ გამოსაზამთრებელ ადგილად ქალაქი გიბსონტონი იქცა, სადაც კანონი არ კრძალავს ეგზოტიკური ცხოველების ყოლასა და სანახაობების მოწყობას კერძო ტერიტორიაზე. საბოლოოდ, 1960 წელს ქალაქში ჯუჯების და გოლიათების, წვერიანი ქალებისა და სიამის ტყუპების დიდი ნაკადი შემოვიდა. ქალაქის ლეგენდად გოლიათების წყვილი – გოლიათი ელ ტომეინი და კიდურების გარეშე დაბადებული ჯინი იყვნენ, რომელზეც ის სათუთად ზრუნავდა. მსოფლიოში მოგზაურობით დაღლილი არტისტები აქ დაბინავდნენ. ელი 1962 წელს გარდაიცვალა. გიბსტონში დღემდე შეიძლება ბალახის საფარზე სპილოების მოთავსება და ვეფხვების საკუთარ ეზოებში გაწვრთნა, ამიტომ აქ საცირკო ჯგუფები დღემდე ჩერდებიან. ტურისტები კი არ არიან წინააღმდეგნი, მუზეუმების დათვალიერების შემდეგ არტისტებს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ.

ინდოეთი: ქალაქი – აუროვილი

5210cfa766101a80507c527c18c6bb91

1968 წელს 90 წლის დედა მირრამ (მირრა ალფასსა) უთხრა თავის  თანამოაზრეებს: “წადით და იპოვეთ ტრიალ მინდორში დიდი ბანიანი და ააშენეთ იქ ახალი ქალაქი აუროვილი”. და მათ იპოვეს… არ დაეზარათ და შტატ ტამილნადში ეს დასახლებაც დააფუძნეს. აუროვილში ასეთი პრინციპებია: ცხოვრება პოლიტიკისა და ნაციონალობის გარეშე. არავის არ აქვს იდენტობა და არავინ მოიხმარს ფულს. განათლება, მედიცინა, სპორტი და გართობა იქ უფასოა. ქალაქში, დაახლოებით, 2500 მოსახლეა 46 ქვეყნიდან. აქ არ არსებობს ქუჩების დასახელება, სახლების ნუმერაცია და საგზაო ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები