ზურაბ აბაშიძე: ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებულები თუ გატაცებულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება
“ველაპარაკებით აბსოლუტურად ადეკვატურად, პრინციპულად ვაყენებთ საკითხებს და განვიხილავთ, რაც ჩვენ გვაწუხებს”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ კითხვას რამდენად ეფექტიანია ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა მაშინ, როცა ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს ბევრი გამოცდილება აქვს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში.
“ველაპარაკებით ჩვენ აბსოლუტურად ადეკვატურად, პრინციპულად ვაყენებთ საკითხებს და განვიხილავთ, რაც ჩვენ გვაწუხებს და არანაირ ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად, ჩვენ ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებულები თუ გატაცებულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.