ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაციონალურ ფარგლებში

“პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაციონალურ ფარგლებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება მათი სუბიექტური ინტერესია.

“ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს და პოლიტიკური ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, რაციონალურ ფარგლებში. ეს არის ჩვენი სურვილი და მოტივაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხელისუფლებას ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები