გიგა ბოკერია: არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ საყოველთაო შერიგების პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა
“ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ საყოველთაო შერიგების პროცესი სიმულაციად არ გადაიქცევა.
„ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, მათი მხრიდან რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს ვერ ვხედავ. არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ ეს პროცესი სიმულაციად და დეკორაციად არ გადაიქცევა. არავის არ ვესხმი თავს. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისას, რომ ასე არ ვიფიქროთ. პირიქით, ეს ვითარება ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სასურველი ვითარებაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.