არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, სიცრუეა

“რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, არის სიცრუე, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში არის 8 ოპოზიციური პარტია, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არასდროს ყოფილა.

“რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, არის სიცრუე, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ – ოპოზიციურ პარტიებს გავუზარდეთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ აქვთ სრული წვდომა მედიაზე, კანონით მინიჭებული უფლება, რომ აკრიტიკონ სახელისუფლებო გუნდი და ამისთვის არანაირი ძალადობა და დევნა არ შეხვედრია არავის, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. გარდა ამისა, პარლამენტში არის 8 ოპოზიციური პარტია, რაც არასდროს ყოფილა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამით შეგიძლიათ, დაასკვნათ, ოპოზიცია დღეს იდევნება თუ მათ აქვთ დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები