ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან აქტიური უნდა გახდეს იმუნიზაციის პროცესი, მეტი შემაკავებელი შესაძლებლობა, რომ რამე დავუპირისპიროთ ამ მოსალოდნელ ცუნამს – პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება მნიშვნელოვანია.
“ძალიან ინტენსიური და აქტიური უნდა გახდეს იმუნიზაციის პროცესი. ვისაც პირველი და მეორე დოზა არ გაუკეთებია, უნდა გაიკეთოს შესაბამისი სქემით, ვისაც ეკუთვნის ბუსტერული დოზა – უნდა გაიკეთოს, მეტი შემაკავებელი შესაძლებლობა ახლა, ზამთრის პერიოდში, რომ რამე დავუპირისპიროთ ამ მოსალოდნელ ცუნამს – პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია და არ გააჩნია არცერთ ქვეყანას”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.