თბილისში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, დედა და 8 წლის შვილი გარდაიცვალა
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალა.
არსებული ცნობით, დედა-შვილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა შეყვანისას ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.
კომპანია “თბილისი ენერჯიში” აცხადებენ, რომ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.