Unisef Georgia ექთნებისთვის „კოვიდ-19“-ის შესახებ ტრენინგს, ამჯერად, იმერეთში მართავს

Unisef Georgia მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი ექთნებისთვის „კოვიდ-19“-ის შესახებ საინფორმაციო ტრენინგებს მართავს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჯერად მსგავსი ტრენინგი იმერეთში იმართება.

„ექთნები, საქართველოს მასშტაბით, „კოვიდ-19″-ის შესახებ საინფორმაციო ტრენინგებს ესწრებიან, კომპეტენტური ექიმებისგან ვაქცინაციის შესახებ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს იღებენ და, შედეგად, აცრის სურვილს გამოთქვამენ.
ამჯერად იმერეთს ვესტუმრეთ და ადგილობრივ ექთნებს შევხვდით.
პროექტი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის მსგავსი საინფორმაციო ტრენინგის შეთავაზებას”, – ნათქვამია „იუნისეფის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები