ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაურ კოვეს გათავისუფლება მის სხვა პოზიციაზე გადაყვანას უკავშირდება.
ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 31 წლის ინალ არძინბა დაიკავებს, რომელიც რუსეთში ამ დრომდე სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს.