მათიკაშვილი – ოპოზიციონერ ლიდერებზე: ბომბების წვიმას, რუსეთთან კონფრონტაციას, ქართველი ხალხის დაღუპვას ითხოვდნენ ეს ძალები

“ბომბების წვიმას, რუსეთთან კონფრონტაციას, ქართველი ხალხის დაღუპვას ითხოვდნენ ეს ძალები,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, აღნიშნულით დეპუტატი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.

“ამ ძალებმა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, იმდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, რომ გასაკვირი იმაში, რომ სისხლის სამართლებრივ ჭრილში იყოს მოთხოვნა ამ ადამიანების მიმართ პასუხის გაცემისა, ნამდვილად არაფერი არ არის. დანარჩენი უკვე სასამართლოში გამოჩნდება და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები