“იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ცოცხალ-მკვდარი გადმოიყვანეს” – ოჯახი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული გენადი ბესტაევის ოპერაცია გამთენიისას დასრულდა. ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმები ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.

გენადი ბესტაევის დის თქმით, მისი საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვარზე, მავთულხლართებთან მდებარეობს, რის გამოც ბესტაევის სახლთან მისვლას ვერავინ ბედავს.

“იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ და ცოცხალ-მკვდარი გადმოეყვანათ. რახან მკვლელების ხელიდან გამოგლიჯეს და წამოიყვანეს, მადლობელი ვარ მაინც მაგათი. თავის მიწა-წყალზე იქნება და მონობაში არ ეყოლებათ. სული ჰქონდეს პირში და თუნდაც ინვალიდად დარჩეს, მივხედავ, მაგის მეტი არავინ არ დამრჩენია.

გავიდნენ, ნახონ, რა ადგილზე ცხოვრობს, ზედ საზღვარზეა, მავთულხლართებია, გარედან კარს ლუქი ადევს, შუქიც არ აქვს. იქამდე ვერავინ ვერ ბედავს მისვლას იმიტომ, რომ საშიშია იქ ყოფნა,” – აცხადებს გენადი ბესტაევის და, ნაირა გუდაძე.

ცხინვალის ციხეში 2-წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ბესტაევი,  ინსულტის დიაგნოზით, თბილისში გუშინ, გვიან ღამით გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები