თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხვალ ავტოკოლონებით აქცია – მსვლელობა გაიმართება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 16 ნოემბერს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია – მსვლელობა გაიმართება.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიგინგზე განაცხადა, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება. 14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღამშენებლის ხეივანზე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.