ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი საჩივრები უსაფუძვლოდ ცნო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 12 ხმით 4-ის წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ ცნო ის საჩივრები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა წარდგენილი. ცესკომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ 11 საჩივარი განიხილა.

როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები, მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

“ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს”, განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

სხდომის პარალელურად, ცესკო-ს შენობასთან დღეს ოპოზიციის მხარდამჭერების აქციაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები