იმპერატორის ბრძანება და 1000 ოქრო – როგორ მოიპოვეს რუსებმა ქართველი მჭედლისგან საუკეთესო ხმლების დამზადების საიდუმლო

XVIII-XIX საუკუნეებში ამიერკავკასიაში მაღალ დონეზე იდგა ხმალ-სატევრების წარმოება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ტფილისი გამოირჩეოდა. ტფილისში დამზადებული იარაღებით მარაგდებოდა როგორც კავკასიის  მთის ხალხები, ასევე, ირანი და სხვა აღმოსავლური ქვეყნები. ტფილისში საქმიანობდნენ როგორც ქართველი, ასევე, დაღესტნელი, ჩერქეზი, სომეხი და სხვა მეიარაღე-ოქრომჭედლები.27657690_1868124773229647_3517979864836907257_n

XIX საუკუნის I ნახევარში ტფილისელ მეიარაღეთა შორის ყველაზე ცნობილი იყო ელიზარაშვილების ოჯახი (მამა – გიორგი, იაგორი; შვილები – ეფრემი და ყარამანი). მათი დამზადებული ბულატის ფოლადის ხმალ-სატევარი განთქმული იყო როგორც კავკასიაში, ასევე, ირან-თურქეთ-რუსეთის კარზეც.

SONY DSC

კავკასიური ომების დროს რუსებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ხმლები ბევრად ჩამოუვარდებოდა მთიელების იარაღს. კავკასიელთა „ბულატის“ მახვილები ლამის ცხენკაციანად კვეთდა რუს ჰუსარებს. ამ  ჩამორჩენის აღმოფხვრა რუსებმა არაერთხელ სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, ვიდრე რუსმა ოფიცერმა და მოგზაურმა, ანისოვმა ტფლისისში „ბულატის“, ანუ დამასკური მახვილების დამზადების საუკეთესო სპეციალისტს, გიორგი ელიზარაშვილს არ მიაკვლია.

ანისოვის მოგონებებიდან ირკვევა, რომ რუსული არმიისათვის საუკეთესო იარაღის დამზადება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოდან წაიყვანა მჭედელი ელიზარაშვილი. როგორც ირკვევა, „დამასკოს“ ხმლების დამზადების საიდუმლო ელიზარაშვილმა ფშავ-ხევსურეთში წინაპრებისგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ საბრძოლო ფოლადის მიღების ეს უძველესი კვკასიური ტექნოლოგია კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთში გაიტანეს და მოგვიანებით იქიდან დაბრუნდა შედარებით დახვეწილი ე.წ. დამასკური ფოლადის სახით. რუსეთის იმპერატორის დავალებით, ელიზარაშვილებმა (ეფრემმა და ყარამანმა) 1828-1832 წლებში გასცეს ბულატის ფოლადის ხმალ-სატევრის დამზადების საიდუმლო და სანაცვლოდ ოქროს მედალი (ანას ლენტით) და 1000 ჩერნოვეცი (ოქრო) მიიღეს. ელიზარაშვილის ნაჭედი  ხმლები, ხანჯლები და ბებუთები დღემდე ინახება კრემლის „არუჟეინაია პალატის“ მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები