პაკისტანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ხევში 500 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მედიის ცნობითვე, ავარიის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.