ტყუილია, თითქოს მამუკა მდინარაძემ თქვა – „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“  –  „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტი

ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს! კერძოდ, ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა – „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის “ფეისბუქ” გვერდი „სინამდვილეში” წერს.

როგორც გამოქვეყნებულ ტექსტშია გვერდზეა აღნიშნული, სინამდვილეში ფრაზა – “თუ არ მოკვდება”, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია.

„ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ – ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა – „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სინამდვილეში ფრაზა – “თუ არ მოკვდება”, მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია!!! ის ამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით მანიპულაციაზე საუბრობს და კვლავ მოუწოდებს მას მისცეს იუსტიციის სამინისტროს პერსონალური მონაცების გასაჯაროების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები