მსოფლიოს ყველაზე დიდი მეტროპოლიტენები
მსოფლიოში პირველი მეტრო ლონდონში 1863 წელს ააშენეს და მისი სიგრძე სულ რაღაც 6 კილომეტრი იყო. თითქმის, საუკუნენახევრის შემდეგ მსოფლიოში უკვე 200 მეტროპოლიტენი ფუნქციონირებს და მათი საერთო სიგრძე ათეულობით ათას კილომეტრს აღწევს.
472 სადგური და 373 კილომეტრი სიგრძეში – ეს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენია, რომელიც 1904 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად მილიარდამდე მგზავრს ემსახურება.
სეული – სადგურების რაოდენობა 429.
სეულის მეტრომ ფუნქციონირება 1974 წელს დაიწყო. 393 კილომეტრი სიგრძის მეტროპოლიტენი, ყოველწლიურად, 2.5 მილიარდ მგზავრს ემსახურება.
შანხაი – სადგურების რაოდენობა 365.
შანხაის მეტრომ ფუნქციონირება 1993 წელს დაიწყო. ხაზების საერთო სიგრძე 538 კილომეტრია. ყოველწლიურად შანხაის მეტროთი 2.2 მილიარდი ადამიანი მგზავრობს.
პეკინი – სადგურების რაოდენობა 343.
პეკინის მეტრო მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულია. 3.2 მილიარდ მგზავრს წელიწადში 343 სადგური ემსახურება. შთამბეჭდავია მეტროპოლიტენის სიგრძეც, საერთო ჯამში, 574 კილომეტრი.
პარიზი – სადგურების რაოდენობა 303.
პარიზში მეტრომ 1900 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პარიზული მიწისქვეშეთის საერთო სიგრძე 220 კილომეტრია და ყოველდღიურად მისით 4 მილიონი მგზავრი სარგებლობს.
მადრიდი – სადგურების რაოდენობა 301.
ესპანეთის დედაქალაში მეტროპოლიტენი 1919 წელს გაიხსნა. მადრიდის მეტრო ყოველწლიურად 500 მილიონ მგზავრს ემსახურება და მისი სიგრძე სულ რაღაც 293 კილომეტრია.
ტოკიო – სადგურების რაოდენობა 290.
ტოკიოს მეტროს პარამეტრები, 290 სადგური და 310 კილომეტრი სიგრძეში, ერთი შეხედვით, არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა იაპონიის დედაქალაქში ტრანსპორტის ამ საშუალებას ყოველწლიურად 3.2 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.