მაია ზალდასტანიშვილი – ეპიდვითარებაზე: იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი – ერთადერთი ხსნა და წამალი არის ვაქცინაცია
“არ დამთავრდება, იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და იქნება სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსმა, მაია ზალდასტანიშვილმა პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა.
“არ დამთავრდება, იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და იქნება სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი. ერთადერთი ჩვენი ხსნა და წამალი არის ვაქცინაცია, დისტანცია და ნიღაბი. გადავხედოთ დასავლეთის ქვეყნებს, ამერიკას, სადაც ფაქტობრივად ზოგმა ქვეყანამ დაამთავრა COVID-19-ის ეპიდემია და ჩვენ გვემატება და გვემატება ინფიცირებულების რიცხვი და როდემდე უნდა გასტანოს ამან, მე ვერ გეტყვით”, – აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.