ამირან გამყრელიძე: რუსეთში გავრცელებული, კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული, კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ეპიდვითარება საყურადღებოა.
„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ჩვენს მეზობლად, რუსეთშიც. ამიტომ, ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ეს ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ისიც “დელტას” ერთ-ერთი ნაირსახეობაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.