ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდასთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდასთან.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირდება.

“ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ ჩვენ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, მაშინ დავასტაბილიზირებთ ეპიდვითარებას, განსაკუთრებით, დავწევთ ქვემოთ ყველაზე მძიმე მაჩვენებელს,  სიკვდილიანობას”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები