გია გაბრიჭიძე: ვხედავთ, რამდენი ხართ, პირველ-მეორეზე რომ გაითვალონ, მაქსიმუმ, 500 ადამიანი

,,ვერ გაიმარჯვებთ ვერანაირად. ერთი შანსიც არ არის და თუ რატომ, ძალიან მარტივია – საქართველოს მოსახლეობას სურს სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოდ ცხოვრება და ნორმალური, ღირსეული მომავალი.’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ ბათუმში ორგანიზებულ აქციას და აქვეყნებს ფოტოსურათს სადაც ადამიანების მცირე რაოდენობაა.

,,ხატია დეკანოიძემ ბათუმიდან გვამცნო – ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისთვის რამდენი ვართ, რა გვჭირდება, სად მივდივართ, რატომ გვჭირდება გამარჯვება და როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი.
კი ბატონო, ვხედავთ რამდენი ხართ (ამდენი ბავშვი ჩემი უბნის სკვერში ყოველ დღე თამაშობს. პირველ-მეორეზე რომ გაითვალონ, მაქსიმუმ 500 ადამიანი იყოს), ვიცით რა და რატომ გჭირდებათ (გჭირდებათ ძალაუფლება, რომ ბოლომდე გამოხრათ საქართველო).
რაც შეეხება გამარჯვებას, აქ კი როგორც თქვენი ბელადი იტყოდა ხოლმე – ნურას უკაცრავად.
ვერ გაიმარჯვებთ ვერანაირად. ერთი შანსიც არ არის და თუ რატომ, ძალიან მარტივია – საქართველოს მოსახლეობას სურს სტაბილურობა, სიმშვიდე, უსაფრთხოდ ცხოვრება და ნორმალური, ღირსეული მომავალი.
აი ამიტომ არ იქნება არასდროს თქვენი გამარჯვება.’’ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები