შვედეთის საზღვაო ქვეითებმა “ბრიოლინიდან“ გადმოღებული ცეკვებით ინტერნეტი დაიპყრეს
შვედმა საზღვაო ქვეითებმა ინტერნეტში დიდი აღიარება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც სიმღერისა და ცეკვის ვიდეო „YouTube“-ზე განათავსეს. ჯარისკაცებმა, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ფილმ „ბრიოლინის“ სცენა დადგეს. თითქმის ორმა ათეულმა ჯარისკაცმა გაიმეორა მექანიკოსის სცენა ავტოფარეხში. მათი რგოლი „YouTube“-ზე 24 იანვარს აიტვირთა და თითქმის ორმა მილიონმა მომხმარებელმა უკვე ნახა. კლიპის რეჟისორმა ბორის ზელადამ აღნიშნა, რომ გაოცებულია კლიპის პოპულარობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ რგოლს ამერიკის და ავსტრალიის გამოცემები გამოეხმაურნენ. „ჩვენ ველოდით, რომ გამოხმაურება დიდი იქნებოდა, თუმცა ასეთს ნამდვილად არ მოველოდით. რგოლის შესახებ უამრავი კომენტარი და მოწონება მივიღეთ. ეს ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა ზელადამ. ვიდეოს შესახებ კომენტარი შვედეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ საიმონმაც გააკეთა. „ეს არის პროფესიონალური პაროდია, რომელიც ჯარისკაცებმა თავისუფალ დროს შექმნეს და ეს არავითარ შემთხვევაში მათდამი ჩვენს ნდობას არ კარგავს, პირიქით “, – ზუსტად იმეორებს შვედური გამოცემა საიმონის სიტყვებს. ფილმი „ბრიოლინი“, რომელშიც მთავარ როლს ჯონ ტრავოლტა ასრულებს, ამავე სათაურის მიუზიკლის მიხედვითაა გადაღებული.