ნეპალში წყალდიდობას, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში მეწყერს და წყალდიდობას, სულ მცირე, 31 ადამიანი შეეწირა, 40-ზე მეტი დაკარგულია.

როგორც გამოცემა APB Live პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ქვეყნის 77 რაიონიდან 19 ძლიერად არის დაზარალებული, 500-ზე მეტმა ადამიანმა სახლები დატოვა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები რთულდება, რადგან მეწყრული პროცესი ზოგიერთ რაიონში ისევ მიმდინარეობს.

ქვეყნის შსს-მ არმიის, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების მობილიზება მოახდინა, სამაშველო ოპერაციებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.

წყალდიდობამ აეროპორტების მუშაობა შეაფერხა.

კატმანდუში დღეს 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმებული ან შეფერხებულია. ასევე, სრულად შეაჩერა მუშაობა ქალაქ ბირატანგარის აეროპორტმა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები და აეროპორტის შენობა წყლით არის დაფარული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები