სალომე ზურაბიშვილი: აცრა აუცილებელია

“პანდემია არსად გაქრება, ამიტომ, სჯობს, ყველა საჭირო ზომა მივიღოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეისუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აცრა აუცილებელია ყველასთვის და, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს.

„მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ, სჯობს, ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება.

დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასთვის და, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისთვის.

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებულნი, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები